თურქული წარმოების მედიკამენტები 60-80%-ით იაფია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად საქართველოში, უკვე 35-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული. მათი ფასი კი საშუალოდ 60-80%-ით არის შემცირებული.
მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ჯანდაცვის სამინისტროში, ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. დაახლოებით, ერთ თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი.
თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების შეძენა, საქართველოს მოსახლეობას, ამ ეტაპზე, ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში „ფარმადეპო“-სა და „ავერსი“-ს ფილიალებში შეუძლია. ჯერ-ჯერობით ერთი დასახელების მედიკამენტი, „ქსალერტო“ წარმოდგენილია „პსპ“-სა და „ფარმსახლი“-ს სააფთიაქო ქსელში.
თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალსა და აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე- https://www.moh.gov.ge/uploads/files/2022/15.03.22.pdf

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში გამართულ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში …