ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფის მიზნით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულებაზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფის მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულებაზე იმუშავებს.

პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში, მიღებული შედეგები და რეკომენდაციები განიხილეს.

ჯანდაცვის მინისტრის დავალებით მზადდება რეკომენდაციების აღსრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

სამუშაო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი რომელიც უნდა გადაიდგას, ელექტრონული რეცეპტების დანერგვაა. ჯგუფის წევრები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სადაზღვევო სექტორის, ფარმაცევტული ასოციაციების წარმომადგენლები და ჯანდაცვის ექსპერტები არიან.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ქ. თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და …