თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების სია ისევ გაფართოვდა

თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების სია გაფართოვდა. 45-მდე დასახელების მედიკამენტის შეძენა საქართველოს მოსახლეობას უკვე 3 დიდ სააფთიაქო ქსელში შეუძლია.
✅იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს და „PSP“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.
✅გარდა ამისა, ხვალიდან მედიკამენტ ქსარელტოს შეძენა შესაძლებელი იქნება „GPC”-ს მთელ ქსელში. იგივე მედიკამენტი ხელმისაწვდომია „ფარმსახლი“-ს სააფთიაქო ქსელშიც.
✅საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.
✅მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ჯანდაცვის სამინისტროში, ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
✔თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად.
აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე : https://www.moh.gov.ge/uploads/files/2022/21.03.22.pdf

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …