Volvo შვედეთში თანამშრომლების 6%-ს ათავისუფლებს

Volvo Cars შვედეთში 1,3 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს, რომელთაგან 1,1 ათასი მუშაობს თავად კომპანიაში, ხოლო დანარჩენი – ქვეყნის სხვადასხვა საწარმოებში.

ამის შესახებ Volvo-ს პრესსამსახური იტყობინება.

Volvo-ს მონაცემებით, ეს არის შვედეთში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 6%.

Volvo-ს აღმასრულებელი დირექტორის ჯიმ როუანის თქმით, კომპანიამ გასული წლიდან დაიწყო ხარჯების ოპტიმიზაციის პროგრამა. მისი თქმით, ხარჯების შემცირების ზომებმა შედეგი გამოიღო ზოგიერთ საკვანძო სფეროში.

კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში შეამცირებენ ხარჯებს და გაზრდიან თავიანთი საქმიანობის ეფექტურობას მთელ მსოფლიოში, ამასთან დაკავშირებით შეამცირებენ კონსულტანტებისა და შეძენილი სერვისების რაოდენობას.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი …