Rakuten Viber-ის ამბიციური გეგმები და ლოკალური კონტენტი საქართველოში

Rakuten Viber უკვე მეხუთე თვეა საქართველოშია და ყველაზე პოპულარული ფუნქციების, სიახლეებისა და გეგმების ანალიტიკას აზიარებს. Viber Georgia არის Viber-ის ოფისების გაგრძელება, რადგან კომპანია გაფართოებას აგრძელებს. Rakuten Viber-ის საქართველოს გუნდი სხვა მიმართულებებთან ერთად, ორიენტირებულია მობილური აპლიკაციის შემუშავებაზე, iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებაზე, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებასა და ნიჭის შემუშავებაზე.

Rakuten Viber საქართველოში უახლოეს მომავალში გეგმავს გუნდის გაფართოებას, იგივე სტრატეგიით, როგორც სხვა ქვეყნებში – ნიჭიერი თანამშრომლების მოზიდვა და მათთვის ოჯახური სამუშაო გარემოს შექმნა. ყველა ვაკანსია წარმოდგენილია ბრენდის ვებსაიტზე.

Viber ერთ-ერთი პოპულარული VoIP პლატფორმაა საქართველოში, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ბაზით – ქვეყნის მთლიანი, 3,7-მილიონიანი მოსახლეობის 1,7-მილიონი აქტიური მომხმარებლით ყოველთვიურად.

საქართველოში Viber-ის ყველაზე პოპულარული ფუნქციებია:

  • შეტყობინებები – 93%*
  • ზარები – 72%
  • სტიკერები – 38%
  • გიფები – 36%
  • ჯგუფური ჩეთები – 25%

* % ქვეყნის მთლიანი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლებიდან

კომპანიას აქვს სხვადასხვა გეგმები საქართველოში, მათ შორის: ტექნოლოგიური სფეროს გაძლიერება, ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობა და მათთან უნიკალური, ინოვაციური პროექტების განხორციელება.

Rakuten Viber-მა საქართველოში საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიიღო. ეს არის ქვეყნის მთავრობის პროგრამა გლობალური მასშტაბით მოქმედი ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვის მიზნით.

Viber-ს აქვს არხი საქართველოს მომხმარებლებისთვის, ქართულ ენაზე. ჰქვია Viber საქართველო. ის Viber-ის ფუნქციების გლობალურ სიახლეებს შეიცავს, ადგილობრივი ლინზები, სტიკერები, სახალისო პოსტები და ა.შ. – ყველაფერი, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს Viber-ის მომხმარებლებისთვის ყველა ქვეყანაში. არხის მართვა ადგილობრივი გუნდის დახმარებით ხდება.

წლის განმავლობაში, ზოგიერთ შემთხვევაში (დღესასწაულები, მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ახალი სეზონის დასაწყისი – მაგალითად, შემოდგომა, ზამთარი და ა.შ.), Viber ქმნის და გააგრძელებს ქართული აუდიტორიისთვის ლოკალიზებული AR ლინზებისა და სტიკერების პაკეტების გამოშვებას ქართულ ენაზე.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან, ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩეთი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და ზარების აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …