„ვესტინვესტი“ ბათუმში, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2023 წელს დაასრულებს

თბილისი (BPI) – „ვესტინვესტი“ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2023 წელს დაასრულებს.

კომპლექსი მოიცავს 100-ნომრიან სასტუმროს, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ აპარტამენტებს, საკონფერენციო დარბაზს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს. კომპლექსში ასევე მოეწყობა გასართობი ცენტრი, პარკინგი და სარეკრეაციო ზონა.

აჭარის მთავრობამ „ვესტინვესტს“ პირდაპირი მიყიდვის წესით რუსთაველის ქუჩაზე/სასტუმრო მესხეთის მიმდებარედ არსებული 3508 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2016 წელს 525 000 ლარად პირდაპირი მიყიდვის წესით და გარკვეული ვალდებულებებით გადასცა. კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის გამო კომპანიას დაერიცხა პირგასამტეხლო ჯამში 405 763 ლარი.

კომპანიამ, ჯერ კიდევ 2017 წლის 15 სექტემბერს აჭარის მთავრობას მრავალსართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (К2) 16-მდე გაზრდის თხოვნით მიმართა.

თუმცა, როგორც აჭარის მთავრობის განკარგულებაში იკითხება „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიღებულა, რადგან სასტუმრო მესხეთის მიმდებარედ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა არ არის გაცემული, ვინაიდან, სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ტურისტული დ ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ. გამომდინარე აქედან, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის მიღებას დაჭირდება დამატებითი ვადა 2019 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით, მყიდველი ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებას და ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას.“

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კომპანიას პირგასამტეხლო ახალი ვალდებულებების სანაცვლოდ „გაუყინეს“.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …