Vendoo ქართულ კომპანიებს ადგილობრივი ნაწარმის უფასოდ განთავსებას სთავაზობს

“ვენდუ” ქართულ კომპანიებს ადგილობრივი ნაწარმის უფასოდ განთავსებას სთავაზოვს
რა სიახლეებს სთავაზობს ონლაინ კომპანია “ვენდუ” ქართველ მეწარმეებს და რას გულისხმობს კომპანიისა და “თიბისი” ბანკის მიერ, ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად შექმნილი სპეციალური პლატფორმა ? – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაწყებლის გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი”, კომპანია “ვენდუს” დირექტორმა, ლაშა მაჭავარიანმა ისაუბრა.

“დღეისთვის 4-5 ჯერ არის გაზრდილი მოთხოვნა. ოფიციალურად 300-ზე მეტ მომწოდებელთან გვაქვს ურთიერთობა და ყველა მათგანთან ვახორციელებთ ბიზნეს საქმიანობას. „ვენდუ“ 2019 წლის მაისში გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში გვქონდა სწრაფად მზარდი სტრატეგია არჩეული. რაც გულისხმობს იმას,რომ 11 თვის განმავლობაში ჩვენს საიტზე წარვადგინეთ 14 კატეგორია,”- აღნიშნავს ლაშა მაჭავარიანი.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად რადიკალურად შეიცვლილია მომხმარებლის ქცევაც.

“ის მომხმარებლები,რომლებიც ამ ვითარებამდეც შოპინგობდნენ ჩვენთან, ახლა უფრო აქტიურად იყენებენ ჩვენ პლატფორმას, ხოლო, ისინი, ვინც ადრე უცხოური ვებ გვერდიდან იწერდნენ პროდუქტს, ახლა უკვე ჩვენთან შოპინგობენ.

შესაბამისად, მოთხოვნა გაჩნდა და გაიზარდა ადგილობრივ მომხმარებლებში. გაიზარდა შეკვეთების რაოდენობა, რაც დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის და მოგვიწია საოპერაციო ნაწილის გადაწყობა. ჩვენმა კომპანიამ დაარსებისთანავე აქტიურად დაიწყო ადგილობირივი წარმოების ხელშეწყობა, რაც გამოიხატება იმაში,რომ 60-მდე ქართველი მეწარმის პროდუქცია გვქონდა განთავსებული ვენდუს პლატფორმაზე, მათ ვეხმარებოდით თავიანთი პროდუქციის რეალიზაციაში. ჩვენმა მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება,რომ საკომისიო ნოლამდე დაგვეყვანა. ამ გადაწყვეტილებამ ქართველი მეწარმეებისა და ბიზნესის მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. გარკვეული ტიპის რეგულაციების შემდეგ, ზოგიერთი კომპანიას, მაგალითად, ალკოჰოლის, თუ წიგნების კომპანიებს საქმიანობას შეეზღუდათ, შესაბამისად, ჩვენც არ გვაქვს მათი პროდუქტის გაყიდვის უფლება; ,- ამბობს ლაშა მაჭავარიანი.

“ვენდუ” ბიზნესის იმ ნაწილს,რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად მიღებული რეგულაციების გამო, ონლაინ გაყიდვებს ვერ ახორციელებენ, ვაუჩერების წინასწარ რეალიზაციის საშუალებასაც აძლევს.

“თიბისი ბანკთან ერთად დავიწყეთ ვაუჩერების კამპანია, რომელშიც საკმაოდ ბევრი კომპანია ჩაერთო. ვაუჩერების ყიდვის საშუალება აქვთ მომხმარებლებს ჩვენს პლატფორმაზე, ხოლო როცა ბიზნესი საქმიანობას აღადგენს, ისინი შეძლებენ ვაუჩერების გამოყენებას. ამ კამპანიის მიზანია,რომ არ შეუმცირდეთ კომპანიებს შემოსავალი და ჰქონდეთ ფული დაგენერირების საშუალება,”- ამბობს კომპანია “ვენდუს” დირექტორი ლაშა მაჭავარიანი.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …