საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული მზარდი ტენდენციები ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური დინამიკის გაგრძელებას – ვახტანგ ცინცაძე

„რეგიონში დაძაბული გეოპოლიტიკური მდგომარეობით განპირობებული ეკონომოკური გამოწვევების მიუხედავად, მარტში ექსპორტის მაღალი ზრდა დაფიქსირდა და 26 პროცენტს გადააჭარბა. ხოლო იანვარ-მარტის ექსპორტის ზრდა 43 პროცენტს გაუტოლდა და 1,172 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ცინცაძემ.

„საქსტატის“ მიერ 20222 წლის მარტში საგარეო ვაჭრობის სტატისტიკული მაჩვენებლების შეფასებისას, ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია 2021 წლის მარტშიც დაფიქსირდა და 30,5 პროცენტიანი ზრდა შეადგინა. მისი თქმით, წელს ექსპორტის ზრდის პარალელურად მარტში იმპორტი 15.6 პროცენტით გაიზარდა და 896 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული მზარდი ტენდენციები პოზიტიურად აისახება ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელზე და ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური დინამიკის გაგრძელებას,“ – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …