2021 წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ შესყიდული და გაყიდული ვალუტის მთლიანმა ბრუნვამ 6.4 მლრდ ლარი შეადგინა

2021 წელს საქართველოში 469 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ერთეულების გარეშე) ფუნქციონირებდა, რომლის 46.3 პროცენტი ქ. თბილისში, 25.8 პროცენტი – აჭარაში, 8.1 პროცენტი – ქვემო ქართლში, 7.7 პროცენტი – იმერეთში, 3.2 პროცენტი – კახეთში, 3.2 პროცენტი – სამეგრელოზემო სვანეთში, ხოლო 3.2 პროცენტი დანარჩენ რეგიონებშია განთავსებული.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ შესყიდული და გაყიდული ვალუტის მთლიანმა ბრუნვამ 6.4 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 51.8 პროცენტი – აშშ დოლარზე, 14.7 პროცენტი – ევროზე, ხოლო 33.5 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ 2021 წელს შეძენილ იქნა 543.0 მლნ. აშშ დოლარი და 135.3 მლნ. ევრო. იმავე პერიოდში გაყიდული აშშ დოლარისა და ევროს მოცულობა კი შესაბამისად შეადგენდა 520.5 და 132.0 მილიონს.

2021 წლის განმავლობაში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მომსახურება გაუწიეს 1 664 ათას კლიენტს, საიდანაც 1 651 ათასი ფიზიკური, ხოლო 13 ათასი – იურიდიული პირია.

იმ ფიზიკური პირებიდან, რომელთაც გაეწიათ მომსახურება, 85.9 პროცენტი ადგილობრივი, ხოლო დანარჩენი 14.1 პროცენტი – უცხოელია. 2021 წელს სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა (კონვერტირებული ლარში) 29.7 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 37.0 პროცენტი აშშ დოლარზე, 10.7 პროცენტი ევროზე, ხოლო 52.3 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის. ბანკებში არსებული ფულადი სახსრების მთლიანი მოცულობა (1.8 მლნ.) სრულიად ნაწილდება მხოლოდ რეზიდენტ ბანკებზე.

 

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …