ნიშვნელოვანია შევისწავლოთ კოვიდ პანდემიის პირობებში ვალის ზრდის გავლენა ფისკალურ სტაბილურობაზე – ირაკლი კოვზანაძე

სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. “მნიშვნელოვანია შევისწავლოთ და შევაფასოთ კოვიდ პანდემიის პირობებში ვალის ზრდის გავლენა ფისკალურ სტაბილურობაზე, როგორი იყო და არის ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა“- განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე, სადაც ჯგუფის წევრებმა კვლევაში მონაწილე ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი მოისმინეს. მისი თქმით, საბოლოო პროდუქტი იქნება საინტერესო დოკუმენტი, რომელიც საფინანსო სფეროში სექტორული კვლევების ხელმისაწვდომობას საზოგადოებისთვის გაზრდის და კომიტეტს და პარლამენტს მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

მიმდინარე წლის თებერვალში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) თანამშრომლობით, თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის წევრები არიან დეპუტატები: ირაკლი კოვზანაძე, პაატა კვიჟინაძე, რომან გოცირიძე, გოგი მეშველიანი, რიმა ბერაძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ზარქუა, ირაკლი მეზურნიშვილი. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეა.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …