USAID და საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას გააფორმებენ

USAID საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა და საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟა 2022 წლის 18 იანვარს, 13:30 საათზე  შერატონ გრანდ მეტეხი პალასში ხელს აწერენ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას, რათა გააძლიერონ ორგანიზებული, კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ბაზრის მმართველობა ენერგიის მომხმარებლების სასარგებლოდ.

ღონისძიებას მიესალმებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი ირინა მილორავა.

ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში პროგრამა უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას, რათა მოხდეს ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება და ოპერირება. ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი შესაძლებლობას აძლევს ბაზრის მონაწილეებს ისარგებლონ კონკურენტუნარიანი ვაჭრობით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე კონკურენტული ბაზრის განვითარებას. კონკურენტული ბაზარი მეტად სანდოს და ხელმისაწვდომს გახდის ელექტროენერგიის მიწოდებას ქართველი მომხმარებლისთვის, წაახალისებს ინვესტიციებს კერძო სექტორში და  ქვეყნის გაზრდის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …