აშშ მომავალი წლის ბიუჯეტში თავდაცვით ხარჯებს ზრდის

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 2023 წლისათვის წარდგენილ 5,8 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტში, ყველაზე მეტი  დაფინანსება გათვალისწინებულია თავდაცვითი სფეროსათვის. თეთრმა სახლმა ქვეყნის კონგრესს წარუდგინა ბიუჯეტის წინადადება, რომელიც მოიცავს 2023 წლის სამთავრობო ხარჯებს და რომელიც  დაიწყება 1 ოქტომბრიდან. მისი მიხედვით, მომავალ წელს აშშ-ის ბიუჯეტი მიზნად ისახავს 4,6 ტრილიონი დოლარის შემოსავალს და მის 5,8 ტრილიონი დოლარის გასავალს. ამ ბიუჯეტში, მომავალი წლის თავდაცვის ხარჯები, მიმდინარე წელთან შედარებით 4 პროცენტით მეტია გათვალისწინებული. მოკლედ, 2023 წელს თავდაცვის ხარჯებისთვის 813 მილიარდი დოლარის რესურსია გამოყოფილი და ამ თანხიდან 773 მილიარდი დოლარი თავდაცვის სამინისტროს, ე.ი. პენტაგონს გადაეცემა, ხოლო დარჩენილი 40 მილიარდი კი, სხვა სამინისტროების თავდაცვით ხარჯებს გამოეყოფა. ამავე ბიუჯეტში “გარე ოპერაციების” ფარგლებში 542 მილიონი დოლარია გათვალისწინებული ერაყსა და სირიაში რადიკალების, განსაკუთრებით კი დაეშის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …