ქართულ კომპანიებს Universal Pictures-თან, Disney-თან და HBO-თან თანამშრომლობის შანსი ეძლევათ

5-დან 15 ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო ვიზიტი ჰოლივუდში.

ვიზიტის მიზანია ქართული კომპანიების დაკავშირება ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან სტუდიებთან, როგორებიცაა Universal Pictures”, “Disney”, “HBO” და სხვ.

დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ამერიკის პროდუსერთა გილდიის მთავარ კონფერენციაზეც – Produced By Conference. აღნიშნულ ღონისძიებაზე მოხდება საქართველოს, როგორც გადასაღები ლოკაციის პოპულარიზაცია.

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” საქართველოს კინოინდუსტრიის სფეროს ყველა წარმომადგენელს სამუშაო ვიზიტსა და კონფერენციაში მონაწილეობის და საკუთარი შესაძლებლობების საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციის შესაძლებლობას აძლევს.

სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციაზე დასწრებით დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი არაუგვიანეს 15 აპრილისა.

სარეგისტრაციო ფორმა

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს – ახალი რეგულაციების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას …