UNICEF-ის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ. ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების ხელმძღვანელი პირები და მოსწავლეები, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრები.  

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, ელეონორა ლაგვილავამ  შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ის მხარდაჭერით, განახლებადი ენერგიების განვითარების მნიშვნელობის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ ცენტრში მიმდინარე პროექტის თაობაზე. მან ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების დონის ამაღლების აუცილებლობაზე. პროექტის ექსპერტმა, თემურ თორდინავამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში  მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში განახლებადი ენერგიის როლის შესახებ მათი ინფორმირება.

პროექტი ხორციელდება სამეგრელო-ზემო-სვანეთის, გურიის და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებში, 35 სკოლის 500-მდე მოსწავლისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს უტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე.

სასწავლო ცენტრის შესახებსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი  გაზის,  წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების  აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება, ქალთა ჩართულობის ზრდა ენერგეტიკის სექტორში, სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და სხვა. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გაიარონ სასწავლო კურსები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის, სატარიფო რეგულირების შესახებ.

გაეროს ბავშვთა ფონდის შესახებ: გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) 70 წელზე მეტია მუშაობს მსოფლიოს ყველაზე რთულ რეგიონებში, რათა დაეხმაროს მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ბავშვებს. 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში, ჩვენ ვმუშაობთ ყოველი ბავშვისთვის ყველგან, რათა ავაშენოთ უკეთესი მსოფლიო ყველასთვის. იუნისეფი 20 წელზე მეტია ეხმარება ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ყველაზე დაუცველ ბავშვებს, ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებასა და სოციალურ ინკლუზიას, შევამციროთ უთანასწორობა, რაც უარყოფითად ზემოქმედებს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …