Turkish Airlines-ი ანკარა-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 18 იანვრიდან დაიწყებს

თბილისი (BPI) – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, თურქული ავიაკომპანია ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს 18 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 მარტამდე) განახორციელებს. ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ანკარა-თბილისი-ანკარა ახალ მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნულ საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „Turkish Airlines“-ს რეგულარული ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2019 წლის 4 იანვარს მიენიჭა.

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …