აჭარის პოპულარიზაციის მიზნით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით  არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ემირატებში წამყვანი ტურისტული სააგენტოების, მედიასაშუალებების, სარეკლამო კომპანიების, ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლებს ხვდება. მათ შორის განსაკუთებით მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს ავიაკომპანიების Air Arabia-სა და Fly Dubai-ის წარმომადგენლებთან, რომლებმაც საუბრისას აღნიშნეს, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ემირატებიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება. ავიაკომპანიებთან შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე.

საქმიანი შეხვედრები დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის “ATM”-ს ფარგლებში მიმდინარეობს, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს. აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მიმართ მაღალია ინტერესი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რაზეც სტენდთან ვიზიტორთა და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანით დაინტერესებულ ტურისტულ კომპანიათა მზარდი რაოდენობა მეტყველებს.

დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქმიანი ტურიზმის კუთხით ერთი-ერთი უმსხვილესი გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც ტურიზმის სფეროს ძირითადი მოთამაშეები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, ავიაკომპანიები, მედიისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსოფლიოს 112 ტურისტული მიმართულებიდან მონაწილეობს. წელს, გამოფენას 20, 000 -მდე ვიზიტორი სტუმრობს. ის 9 მაისს გაიხსნა და 12 მაისს დაიხურება.

 

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …