2022 წლის აპრილში ტურისტების რიცხვმა 2019 წლის აპრილის დონის 52.3% შეადგინა

2022 წლის აპრილში ტურისტების რიცხვმა 2019 წლის აპრილის დონის 52.3% შეადგინა, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია წინა თვესთან შედარებით.

გალტ ენდ თაგარტის მონაცემებით, ერთდღიანი ვიზიტორების დონემ 2019 წლის აპრილის 16.0% შეადგინა, რაც მცირედით ჩამორჩება წინა თვის მაჩვენებელს (ამ ტიპის ვიზიტორები მთლიანი ვიზიტორების საშუალოდ 30%-ს შეადგენდა 2019 წელს).

“ამრიგად, 2022 წლის აპრილში 214.6 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი (+160.1% წ/წ, ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) მოგზაურობდა საქართველოში. ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა თურქეთიდან (16.8% წილი ჯამურ ვიზიტებში), რასაც მოჰყვება რუსეთი (15.6% წილი) და სომხეთი (15.0% წილი). ამასთან, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (59.2%-იანი წილი), რასაც მოჰყვა საჰაერო გზით შემოსვლა (39.8%-იანი წილი)”, – განმარტავენ გალტ ენდ თაგარტში.

ჯამურად 2022 წლის პირველ 4 თვეში, საქართველოს 0.6 მილიონი ტურისტი ეწვია (+233.9% წ/წ, 2019 წლის პირველი 4 თვის 52.2%) და ჩვენი შეფასებით ტურიზმის შემოსავლებმა 616.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+496.5% წ/წ, 2019 წლის პირველი 4 თვის 73.0%).

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …