Tradewithgeorgia – ახალი შესაძლებლობა ქართული ბიზნეს სექტორისთვის

თბილისი (BPI) – პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ სააგენტო “აწარმოე საქართველოში“  თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ონლაინ რესურსის tradewithgeorgia-ს ხელშეწყობა და იმ შესაძლებლობების გაცნობა, რომელსაც ინოვაციური რესურსი ქართულ ბიზნესებს სთავაზობს.

პლატფორმა www.tradewithgeorgia.com წარმოადგენს ინტერნეტ კატალოგს, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ ბიზნესმენებს და მეწარმეებს ინფორმაცია საკუთარი პროდუქციის  შესახებ რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას გააცნოს და საკუთარი სერვისი, ან პროდუქცია ქვეყნის საიმიჯო კატალოგში განათავსოს.  თავის მხრივ პროექტის მიზანია მაქსიმალურად მეტ საერთაშორისო იმპორტიორს, სავაჭრო ქსელის წარმომადგენელსა და ბიზნეს ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების შესახებ. ასევე დააკავშიროს ერთმანეთთან ქართული და უცხოური  ორგანიზაციები და დაინტერესებულ მხარეებს გაუმარტივოს წვდომა, როგორც ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და  სერვისებზე.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, როგორც პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და  მხარდამჭერი, აქტიურადაა  ჩართული საიტის პოპულარიზაციასა და ფრომოუშენში.

საიტზე რეგისტრაცია უფასოა და იგი ხელმისაწვდომია  საქართველოში მოქმედი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შეავსებენ და ატვირთავენ ინფორმაციას პლატფორმაზე WWW.TRADEWITHGEORGIA.COM.  დეტალური ინფორმაცია საიტზე რეგისტრაციის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://geclose2eu.info/?m=128

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …