Toshiba წარმოების გახსნის მიზნით საქართველოს ბაზარს შეისწავლის

თბილისი (BPI) – ქართული მხარე იაპონურ კომპანია Toshiba-ს საქართველოში წარმოების, რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის და რეგიონული სათაო ოფისის გახსნას სთავაზობს.

მინისტრ გიორგი ქობულიას შეთავაზებით იაპონური კორპორაციის მმართველი დირექტორი სატოჩი ცუნაკავა დაინტერესდა შეთავაზებით და აღნიშნა, რომ მოკვლევას განახორციელებს.

Toshiba დაინტერესდა საქართველოში ენერგოპროექტებით. აღინიშნა, რომ კორპორაცია მსოფლიოში ენერგოტურბინების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია და გეგმავს, საქართველოს ბაზარი ამ მიმართულებითაც შეისწავლოს. 

შეხვედრა გიორგი ქობულიამ კორპორაციის მენეჯმენტთან იაპონიაში საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ქართულმა მხარემ იაპონური კორპორაციის უფროს მმართველ დირექტორს საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა გააცნო.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …