თამბაქოს „ცხელი“ ბიზნესი – რა შემოსავალი მოაქვს სიგარეტ პირველს

თბილისი (BPI) – ქართული სიგარეტი „პირველი“ როგორც ჩანს, საკმაოდ მოთხოვნადია.

GBC-ის ინფორმაციით, კომპანიას ფინანსური ანგარიში არ გაუსაჯაროებია, თუმცა ცნობილია, როგორი იყო სიგარეტ „პირველის“ რეალიზაციიდან შემოსავალი. უნდა ვთქვათ ისიც, რომ თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლები დიდი მოთამაშეების მხრიდან შევიწროვებაზე და ბიზნესში “ძალიან რთულ” ვითარებაზე აპელირებენ.  

“პირველის” ბრენდის სიგარეტის რეალიზაციას კომპანია „გეოდისტრიბუცია“ ახორციელებს. რომელიც თავის მხრივ პანამაში რეგისტრირებულ კორპორაცია „რაბი ფოლს ინვესტმენტს“ ეკუთვნის.

ამ კომპანიის ერთობლივმა შემოსავალმა 2017 წელს 82 521 392 ლარი შეადგინა, 2016 წელს არსებული 41.91 მლნ-ის შემდეგ.

წმინდა მოგება 14.89 მლნ ლარია, რაც 6-ჯერ ზრდას აჩვენებს (2016 წ. – 2.47).

მენეჯმენტის ცნობით, მთლიანი შემოსავლის 98% სიგარეტით რეალიზაციაზე მოდის, რომელშიც თავის მხრივ,  39% ბრენდ პირველი პრემუმ 7-ს უკავია.

კომპანია დაკავებულია საბითუმო ვაჭრობით.  ყიდის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებს და მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტის ფართო არჩევანს სხვადასხვა საფასო სეგმენტში. ახდენს 31 დასახელების ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის რეალიზაციას, მათ შორის ყველაზე დიდი სეგმენტი უჭირავს შემდეგი დასახელების სიგარეტს: პირველი პრემიუმ 7 უფილტრო; პირველი ინტერნაციონალი ლური უფილტრო; პირველი ინტერნაციონალი წითელი უფილტრო; პირველი წითელი უფილტრო; პირველი ლურჯი უფილტრო; პირველი ინტერნაციონალი ლურჯი ფილტრიანი; პირველი ინტერნაციონალი წითელი ფილტრიანი; პირველი პრემიუმ ლურჯი ფილტრიანი; პირველი პრემიუმ წითელი ფილტრიანი

კომპანიას აქვს 5 საწყობი ქუთაისში, ბათუმში, თელავსა და თბილისში.

შემთხვევითი სიახლე

რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, დიდი ალბათობით, დღეს საქართვლოს საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა – კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, „რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, დიდი ალბათობით, …