ტექდათვალიერებისას ავტომობილების 46%-ს ხარვეზი აღმოუჩინეს

თბილისი (BPI) – ავტომობილების 46%-ს ტექდათვალიერებისას ხარვეზი აღმოუჩინეს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების 53% გამართულად მუშაობს,
ინსპექტირების ცენტრებმა გზაზე გადაადგილება 0,4%-ს აუკრძალა.

სულ 1 იანვრიდან დღემდე სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 8,617 – მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 2019 წლიდან გახდა სავალდებულო. 

რეფორმა 2018 წლიდან ეტაპობრივად ხორციელდებოდა. 2018 წლიდან დღემდე ინსპექტირება 148,100-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, მათი 68 პროცენტზე მეტი პირველივე შემოწმებისას გამართული აღმოჩნდა, ხოლო 2,5 პროცენტს გზებზე მოძრაობა აეკრძალა.

თუ ინსპექტირებისას ავტომობილი პირველ შემოწმებას ვერ გაივლის დადებითად, ავტომფლობელს ხარვეზის გამოსასწორებლად 30 დღე  აქვს. იმავე ტესტირების ცენტრში ავტომობილის განმეორებითი ინსპექტირება უფასოა. მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების საფასური 60 ლარია.

ავტომობილი შემოწმდება პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …