აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოსაწყობად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

🔹საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში აჭარის 39 სოფელსა და დაბებში დაგეგმილია:

➡ წყალმომარაგების რეზერვუარების მშენებლობა;
➡ წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა;
➡ წყალარინების ქსელის მშენებლობა;
➡ წყალმომარაგების სათავე ნაგებობების მშენებლობა;
➡ წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა;
➡ მცირე და საშუალო ზომის სეპტიკური ავზების მშენებლობა;
➡ წყლის სატუმბო სადგურების მშენებლობა;
➡ საწყობების მშენებლობა;
➡ ლაბორატორიების მოწყობა;

🔹საერთაშორისო ტენდერი ორ კომპონენტს გულისხმობს, LOT-1 დაბების, ხოლო LOT-2 სოფლების ტერიტორიებს მოიცავს.

🔹სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი KfW სტანდარტების შესყიდვების თანახმად გამოცხადდა.

🔹სამუშაოები FIDIC-ის რეგულაციების შესაბამისად განხორციელდება. საერთაშორისო ტენდერით დაინტერესებული კომპანიებისთვის, განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა – 30 მაისია.

🔹საერთაშორისო ტენდერის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ელ.ფოსტიდან: info@awa.ge

➡️ინფორმაცია გამოცხადებული ტენდერების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://bit.ly/40D3Hyq
https://bit.ly/40sHPGk

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …