Techstars და Capital Factory საქართველოს ბაზარზე შემოსვლითაა დაინტერესებული

თბილისი (BPI) – ორი უმსხვილესი საერთაშორისო აქსელერატორი Techstars და Capital Factory საქართველოს ბაზარზე შემოსვლითაა დაინტერესებული. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ტექნოპარკში Techstars Europe-ისა და Capital Factory-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

მხარეებმა განიხილეს ის შესაძლებლობები, რაც აქსელერატორებს  ქართული სტარტაპების ხელშესაწყობად და გასავითარებლად აქვს.

Techstars მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორია, მისი დანიშნულებაა სტარტაპების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა განვითარების გზაზე. Techstars აქტიურად თანამშრომლობს ცნობილ კომპანიებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ინოვაციებითა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, ესენია: Disney, Ford, Barclays, Amazon Alexa და ა.შ.

Techstars  აქსელერატორი აძლევს სტარტაპებს წვდომას მენტორებისა და ინვესტორების საერთაშორისო ქსელზე, რომელიც წლების მანძილზე იქმნებოდა და შედგება მსოფლიო დონის ინვესტორებისა და სპეციალისტებისგან, როგორიცაა: Mark Cuban, Dallas Mavericks – ის გუნდის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ ტექსტარის სტარტაპების 87% წარმატებით მოღვაწეობს საკუთარ სფეროში.

Capital Factory აშშ-ში, ტეხასის შტატში მოქმედი მეწარმეების გრავიტაციის უმსხვილესი ცენტრია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ეწვია აღნიშნულ აქსელერატორს და მიაწოდა ინფორმაცია სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და ისაუბრა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე. პრემიერ-მინისტრმა Capital Factory-ის წარმომადგენლები და შეხვედრაზე მყოფი მეწარმეები საქართველოში მოიწვია, რათა ისინი უშუალოდ გაეცნონ არსებულ გარემოს და დაიწყოს მუშაობა თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …