in Chiatura, June 30, 2021. Photo by David Mdzinarishvili

ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია საქართველოს მთიან რეგიონებში ორგანული ჩაის წარმოებას უჭერენ მხარს

უნიკალური გემოს და არომატული თვისებების წყალობით, ქართულ ჩაის წლების განმავლობაში საპატიო ადგილი უკავია მსოფლიოს ჩაის რუკაზე. მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროგრამა აამოქმედა, სულ უფრო მეტმა მწარმოებელმა გადაწყვიტა აეღორძინებია ჩაის პლანტაციები და ხელი შეეწყო ორგანული ჩაის წარმოებას. ზოგიერთ მათგანს არა მხოლოდ საბაზრო კავშირები და გამოცდილება აკლდა, მათ ასევე აუცილებელი აღჭურვილობაც კი არ ჰქონდათ.ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ პროექტ GRETA-ს ფარგლებში („მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“) მათ აუცილებელი დახმარება შესთავაზეს. პროექტი GRETA საქართველოს მთიანი რეგიონების პოტენციალზე აკეთებს აქცენტს, მისი მიზანია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი შესაძლებელობების შექმნა.

მომდევნო დღეებში ჩვენ მოგიყვებით ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დახმარებით ქართული ორგანული ჩაის მწარმოებლების ისტორიებზე, რომლებიც ემზადებიან არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზრებზე გასააქტიურებლად, არამედ საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო მასშტაბით რეალიზაციისთვის.
პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. პროექტი მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და ზემო იმერეთის რეგიონებს და ჩართულები არიან მეწარმეები მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან. შეიტყვეთ მეტი ინფორმაცია www.gretaproject.ge

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …