TBC Credit-ის სწრაფი სესხები

თბილისი (BPI) – Tbccredit-ი თიბისი ბანკის ციფრული პალტფორმაა, რომლის შექმნის მთავარი მიზანი, მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაა. მიიღო მომსახურება მაშინ, როდესაც გჭირდება და იქ, სადაც გჭირდება, მომხმარებლის კმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

სწრაფი სესხის ონლაინმიღების უპირატესობები

როდესაც აქ და ახლა მომსახურებაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, სერვისის მიწოდების თითქმის ყველა გზა  ციფრულ არხებთან მიდის: სესხი ვეღარ იქნება სწრაფი, თუ მის მიღებას მომხმარებელი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, საჭიროების წარმოქმნისთანავე ვერ შეძლებს. თიბისი კრედიტზე სწრაფი სესხის აღება, რომელიც ფილიალის სამომხმარებლო სესხის ანალოგია, მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დღეს და ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სწრაფი სესხის მიღებამდე?

სწრაფი, ისევე როგორც ნებისმიერი სესხის მიღებამდე, აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ ნამდვილად გვჭირდება თუ არა და გვაქვს თუ არა შემდეგ მისი დაფარვის შესაძლებლობა. სესხის სწრაფად, მხოლოდ 2 წუთში მიღების შესაძლებლობა ძალიან მაცდურია, თუმცა ამ სიმარტივის უკან ვალდებულება დგას.

მნიშვნელოვანია,  რომ სესხი თიბისი კრედიტზე ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთში უმტკიცდება – აქ მსესხებლის სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლის გათვალისწინება ხდება.

რა ოდენობის თანხის მიღებაა შესაძლებელი და რა ვადით?

თიბისი კრედიტზე 50000 ლარამდე თანხის მიღებაა შესაძლებელი, რაც სესხს მეტ კომფორტს მატებს. წარმოიდგინეთ, ბინის რემონტი ან მანქანის შეძენა შეგიძლიათ სესხით, რომელსაც სულ რაღაც 2 წუთში აიღებთ, ფილიალში მიუსვლელად, ბიუროკრატიის და, რაც მთავარია საკრედიტო რეიტინგის „გაფუჭების“ გარეშე.

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.