TBC-ის CEO :”ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ”

თბილისი (BPI) – თიბისის მენეჯერი საუკეთსოთა ოთხეულშია. ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე FIRST პრესტიჟული ჯილდოს The International Award for Responsible Capitalism 2019 მფლობელია.

ბანკირი EBRD-ს პრეზიდენტმა, სუმა ჩაკრაბარტიმ წარადგინა.  ჯილდო კი  პრინცესა ანამ გადასცა, ლანკასტერის სასახლეში.

„27 წლის მანძილზე ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ საფინანსო კრიზისის, სამოქალაქო ომისა და შეირაღებული კონფლიქტების პირობებში. დღეს ჩვენი ბრენდი არის lovemark- საქართველოში, ყველაზე აქტიური კორპორაციულისოციალური პასუხიმგებლობის კუთხით და აღიარებულია ბიზნესისსაუკეთესო მხარდამჭერად. ჩვენ ამ ყველაფერს მივიღწიეთ იმიტომ რომვაკეთებდით ბიზნესს, როგორც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პასუხისმგებლიანი მოქალაქე.

ჩვენი მთავარი მიზანია ციფრული ეკოსისტემების შექმნით ადამიანებსცხოვრება გავუმარტივოთ.თიბისი მიზნად ისახავს თავისი მომხმარებელი გაზარდოს 10 მილიონამდე, რაც არსებული მომხმარებლების რაოდენობის 5-ჯერ მატებას ნიშნავს.

ეს ჯილდო მე არ მეკუთვნის, ეს ჯილდო ეკუთვნის თიბისის 7000 თანამშრომელს, რომლებსაც ჩვენი კულტურა და ფილოსოფია ჩვენსმომხმარებლებამდე მიაქვთ. მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანებიდგანან ჩემს გვერდით,“ – აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ სამადლობელ სიტყვაში.

ორგანიზაცია FIRST 000 წლიდან ყოველწლიურად აჯილდოებს სხვადასხვაქვეყნის კერძო ბიზნესის ლიდერებს, წარმატებული სამეწარმეო საქმიანობისადა სოციალური პასუხისმგებლობისათვის.

სხვადასხვა დროს  FIRST-ის მფლობელები გახდნენ: გიულერ საბანჩი, Sabanci ჯგუფის თავმჯდომარე; ჰოვარდ შულცი, Starbuck-ის დამაარსებელი; ოლპოლმანი, Unilever-ს გენერალური დირექტორი;  ალან ვუდი, Siemens-ისაღმასრულებელი დირექტორი; ჯონ ბრაუნი, British Petroleum-ის მთავარიაღმასრულებელი დირექტორი.

მულტიდისციპლინარული ორგანიზაცია  FIRST 1984 წელს დაარსდა. ის მიზნად ისახავს სტრატეგიული დიალოგის გაძლიერებას ინდუსტრიებს, საფინანსო სექტორსა და მთავრობას შორის. FIRST-ის ორგანიზებით არაერთისაერთაშორისო კონფერენცია და მაღალი დონის შეხვედრა ტარდება,რომელსაც ესწრებიან მთავრობის პირველი პირები და კორპორაციებისაღმასრულებლები. ორგანიზაციის ექსპერტები მუშაობენ მსოფლიოს 60 ქვეყანაში, სამ კონტინენტზე. 2010 და 2013 წლებში ჟურნალი FIRST ორჯერგახდა დედოფლის ჯილდოს, The Queen’s Award for Enterprise, მფლობელი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …