TBC -იმ უზბეკეთში საოპერაციო საქმიანობა სამომხმარებლო დაკრედიტებით დაიწყო

თბილისი (BPI) – TBC Bank Group PLC-ი უზბეკეთში სამომხმარებლო დაკრედიტებას  იწყებს. ელექტროტექნიკის და ავეჯის შესაძენად.

TBC Bank გაყიდვების ქსელის15 ობიექტამდე გაზრდას მომდევნო წლის იანვრამდე გაზრდის , 2020 წლის ბოლოსთვის  სამიზნე მაჩვენებელია – 50. ინიციატივა ბანკის საერთაშორისო სტრატეგიის ფარგლებშია.

ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, სამომხმარებლო დაფინანსების გაშვება უზბეკეთში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ბანკის გაფართოვებისთვის.

მისი თქმით, ამას წინ უძღვოდა უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის Payme-ს შეძენა.

ბუცხრიკიძის თქმით, ორივე ინიციატივა წარმოადგენს ბანკის ციფრული განვითარების სტრატეგიის განუყოფელ ნაწილს და მიაწვდის მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას ბაზრის შესახებ, სრული საბანკო ოპერაციების დაწყებამდე.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …