TBC გალერეა ხუმას მასპინძლობს

თბილისი (BPI) – “უშანგი ხუმარაშვილის ერთი დამსახურება ის არის, რომ მან ცოცხალი ავანგარდისტული ტრადიციების მქონე ხელოვნება ელიტარული გახადა”- თიბისი არტ გალერეაში ხუმას მე-10 პერსონალური გამოფენა მხატვრის საიუბილეო ალბომით გაიხსნა „ანარეკლები ანარეკლების შესახებ უშანგი ხუმარაშვილის ფერწერულ ნამუშევრებში“.

„ხუმარაშვილის ნახატები მძიმე ფორმებისა და მოცულობების აბსტრაქციებია, ისინი დაზგურ ფერწერას კი არა, უფრო კედლის მხატვრობას ჰგავს, მეტიც, გამოქვაბულის კედლის რიტუალურ მხატვრობას. ისინი უკიდურესად მძიმეა ფიზიკური მგრძნობელობით, თუმცა, საღებავის მასალის სიჭარბე არასოდესაა მისი დამახასიათებელი.“

„უშანგი ხუმარაშვილის ერთი დამსახურება ის არის, რომ მან ცოცხალი ავანგარდისტული ტრადიციების მქონე ხელოვნება ელიტარული გახადა, რითაც დასავლეთის არტ სამყაროს პრეცედენტი შექმნა საქართველოში; შექმნა სრულიად ცარიელ ადგილზე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.“

„ის ასახავს სინამდვილეს აბსტრაქტული ნახატის გზით; მას მხოლოდ სჭირდება მოკლას აღსანიშნი, რათა შექმნას აღმნიშვნელი, – როგორც პირადი და ყველასთვის გასაგები ანარეკლი.“

(დავით ჩიხლაძე; ალბომის ტექსტიდან)

მხატვარი 1948 წელს დედიოფლისწყაროში დაიბადა და 1975 წლიდან აქტიურად იფინება საქართველოში და ფარგლებს გარეთ.

უშანგი ხუმას გამოფენა თიბისი არტ გალერეაში 2019 წლის 14 აპრილამდეა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …