TAV Airports-ს ახალი CEO ჰყავს

1-ლი მაისიდან, საავიაციო სფეროში ერთ-ერთი გავლენიანი კომპანიიის TAV Airports-ის გენერალური დირექტორი სერქან კაპტანი იქნება. კაპიტანი კომპანიის დამფუძნებელს სანი შენერს შეცვლის, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 1997 წლიდან იკავებდა.
სერქან კაპტანი 30 წელია ავიაციის სფეროში მოღვაწეობს. კარიერის დასაწყისში ის წამყვან პოზიციებს იკავებდა საერთაშორისო კომპანიებში Birgenair Charter Group და Airport Consulting Vienna. 1998 წელს სერქან კაპტანი TAV Airports-ის გუნდს შეუერთდა და 2016 წლიდან ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით კომპანიის ბიზნეს განვითარებას კურირებდა. 2021 წელს სერქან კაპტანი ACI Europe-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად აირჩიეს.

2018 წლიდან TAV Airports-ის მთავარი აქციონერი, ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია. დღეისათვის ADP და TAV საერთო სერვისებით 29 ქვეყნის 90 აეროპორტშია წარმოდგენილი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …