ისრაელის და რუსეთის მოქალაქეებს საბაჟო გამშვებ პუნტქში არადეკლარირებული თანხა აღმოუჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის ჰ.ჰ.-ს კუთვნილი  ავტომანქანის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ა.მ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, 45000 აშშ დოლარი და 3 500 000 რუსული რუბლი გამოავლინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში, 286 865,7 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში,  (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) 28 686,65 ლარი შეეფარდა.

 

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …