თამბაქოს იმპორტირებულ ნაწარმზე 1-ელ სექტემბრამდე საგამონაკლისო ნორმები დაწესდება

თამბაქოს იმპორტირებულ ნაწარმზე 1 სექტემბრამდე საგამონაკლისო ნორმები დაწესდება. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განმარტებით, 1 სექტემბრამდე დასაშვები ხდება საქართველოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განხორციელდეს თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე სტიკერის სახით დაკვრა.

„თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელს და იმპორტიორს მიეცემათ შესაძლებლობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების, თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის თაობაზე სამედიცინო გაფრთხილების სახისა და ნიმუშის როტაციის შესახებ წარუდგინოს განსხვავებული წესით და პირობებით“,- განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილება გამონაკლისის წესით ნორმების დადგენის თაობაზე გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში სიგარეტის იმპორტის 80% უკრაინიდან ხორციელდება და მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, შეუძლებელი გახდა პროდუქციის აღნიშნული სახით შემოტანა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …