TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში სემეკში საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრები იმართება

TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში სემეკში საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრები იმართება. შეხვედრების მიზანია ელექტროენერგიის დამგროვებელი ბატარეების რეგულირების მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერება.

მონაწილეები განიხილავენ ელექტროენერგიის დამგროვებელი ბატარეების ფუნქციონირებას, ქსელში ინტეგრაციისა და ბატარეების მუშაობის საკანონმდებლო რეგულირების ასპექტებს. შეხვედრებს ესწრებიან სემეკისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) წარმომადგენლები.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკში საჯარო სხდომა გაიმართა – რა საკითხები განიხილეს

სემეკში საჯარო სხდომა გაიმართა, რომლის დროს კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. კომისიის სხდომაზე განიხილეს …