StopCoV ფონდში ₾6 მლნ-ია მობილიზებული

თბილისი (BPI) – ბოლო ორი დღის განმავლობაში  StopCoV ფონდში 6 მლნ-მდე ლარია მობილიზებული.

ირაკლი ჩიქოვანი მადლობას უხდის ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერისთვის.

„ამოქმედებულია Stopcov ფონდი, რომელიც დაფუძნებულია სოლიდარობაზე და რომელიც შექმნილია ბიზნესომბუდსმენთან ერთდ. პლატფორმა კარგად მუშაობს, აქ ერთიანდება როგორც საჭიროებები, ასევე ის შესაძლებლობები, რომელიც ბიზნესს აქვს და ის სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში დაიწყო რეგისტრაცია სასწავლო კურსზე _ „სატარიფო რეგულირების პრინციპები და პრაქტიკა“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ახალ  სასწავლო …