StopCov ფონდში ბიტკოინის გადარიცხვაც შესაძლებელია

თბილისი (BPI) – Brokers.IO (ციფრული აქტივების მმართვის კომპანია) Cryptomat-თან ერთად (კრიპტოვალუტის აპარატების ოპერატორი კომპანია) იწყებს კამპანიას #DonateABit, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური საფულე (ბიტკოინის მისამართი), სადაც აღნიშნულმა კომპანიებმა უკვე ჩარიცხეს 1,5 ბიტკოინი.

კომპანიები მოუწოდებენ თავიან მომხმარებლებს, ჩაერთონ კამპანიაში და მითითებულ მისამართზე მათთვის სასურველი ოდენობის ბიტკოინის ჩარიცხვის გზით თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კამპანია #DonateABit 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შეგროვებულ ბიტკოინებს Brokers.IO StopCovid ფონდში გადარიცხავს.

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს, მის …