2021 წლის IV კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.8% შეადგინა

2021 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 17 229.9 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 13.4 პროცენტით.

“საქსტატის” მონაცემებით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება (40.6 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (11.2 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (15.0 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (72.8 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (34.4 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (56.5 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (31.0 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (10.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (14.4 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (-33.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-1.5 პროცენტი) და შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის (-36.1 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17.7 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (12.3 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), მშენებლობა (8.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.2 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.0 პროცენტი). მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. წლიური გამოკვლევის შედეგები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური გამოკვლევის მონაცემებისგან. შესაბამისად, აუცილებელი ხდება კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტება წლიური გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით. გასული წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, იმავე წლის ოთხი კვარტალის მაჩვენებლების დაზუსტებასთან ერთად ხორციელდება მიმდინარე წლის პირველი და მეორე კვარტალების მაჩვენებლების გადაანგარიშებაც. 2022 წლის ნოემბერში 2021 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, საბოლოოდ დაზუსტდება 2021 წლის კვარტალური მაჩვენებლები.

შენიშვნა: დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2022 წლის 15 ნოემბერს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …