საგარეო სავაჭრო ბრუნვა 38%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 866.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 38.0 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 171.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (43.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 695.0 მლნ. აშშ დოლარი (35.8 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მარტში 1 523.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.4 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 აპრილს.

შემთხვევითი სიახლე

ელექტროენერგეტიკის სექტორში, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საყოფაცხოვრებო ტარიფი საქართველოშია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა განხლებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ევროპის 38 ქვეყანას შორის …