იანვარ-მარტში 15.4%-ით მეტი მშენებლობის ნებართვაა გაცემული

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 229 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.4 პროცენტით მეტი) 1 516.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით მეტი). ნებართვების 78.5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 53.0 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.0 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 7.4 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე, 7.1 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 33.5 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 10.5 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 10.5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე. 2022 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 545.9 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 59.7 პროცენტით მეტი) 552 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით ნაკლები).

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …