space : 5 რამ, რაც უნდა იცოდე ახალ სასესხო რეგულაციებზე

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. ცოტა მოგვიანებით კი, იანვრიდან ახალი რეგულაციები დაინერგა საქართველოში, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდე. ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი რეგულაციები ცვლის სესხის აღების პირობებს.

დიდი ალბათობით მინიმუმ Facebook-ზე მაინც მოკრავდი თვალს ამ ამბებს, მაგრამ შეიძლება კარგად ვერ ხვდები რას გულისხმობს ის, რადგან, ნამდვილად არ არის მარტივი გასაგები. ჩვენც დრო დაგვჭირდა, სანამ კარგად გავერკვეოდით და ახლა შევეცდებით, რაც შეიძლება გასაგებად მოგიყვეთ.

მოკლედ რომ ვთქვათ, რა შეიცვლება შენთვის? შეიძლება შემცირდეს სესხის მოცულობა, რომლის აღებაც შეგიძლია, ნაკლები ან უფრო იაფი ნივთების განვადების საშუალებაგქონდეს, იცვლება იპოთეკური სესხის აღების პირობებიც. აღნიშნული რეგულაციები, ქვეყანაში ჭარბვალიანობის შემცირებას ემსახურება.

მაშ ასე, რა მოხდა 1 იანვრიდან?

1. შეიზღუდა სესხის ყოველთვიური გადასახადი და მიზნობრიობა

blogi cxrili-02

ანუ განისაზღვრა თვეში მაქსიმუმ რა თანხის გადახდა შეგიძლია ვალდებულებებში შენი შემოსავლის გათვალისწინებით. სიტყვაზე, თუ შენი თვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია და უცხოურ ვალუტაში გაქვს რამე სესხი, თვეში შეიძლება ამ შემოსავლის მხოლოდ 25% მიმართო სესხის დასაფარად, ხოლო თუ შენი შემოსავალიც და სესხიც ერთსა და იმავე ვალუტაშია, მაშინ შემოსავლის მაქსიმუმ 35%-ს სესხის მიმართავ ყოველთვიურ გადასახადზე. ასევე, შემოსავალს გამოკლებული სესხის ყოველთვიური გადასახადი აუცილებლად უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს. ასე გამოიყურება შემოსავლების მიხედვით განსაზღვრული ყოველთვიური გადახდების პროცენტები.

რას ნიშნავს არაჰეჯირებული მსესხებელი? – არაჰეჯირებულია მსესხებელი, იმ შემთხვევაში თუ, მისი ყოველთვიური წმინდა შემოსავალი და სესხის ვალდებულება სხვადასხვა ვალუტაშია.

თუ მაინც გერთულება, მოდი კონკრეტული მაგალითით ავხსნათ: თვიური გადასახადის და სესხის მაქსიმალური ვადის გათვალისწინებით, თუ სიტყვაზე 1000 ლარზე ნაკლები გაქვს შემოსავალი, მაქსიმუმ შეგიძლია 20,830 ლარი იპოთეკური სესხი და 8,983 ლარი სამომხმარებლო სესხი აიღო. თუ შენი ყოველთვიური შემოსავალი 2000 ლარია, მაშინ 58,325 ლარი იპოთეკური სესხი და 25,152 – სამომხმარებლო.

ასევე, უძრავ ქონებას იპოთეკით ვეღარ დატვირთავ, თუ მარტო 1 გაქვს და იმაში ცხოვრობ.

2. შეიცვალა შემოსავლის დადასტურების პროცესიც

ნებისმიერი ტიპის ვალდებულების აღებისას აუცილებლად უნდა დაადასტურო შემოსავალი. რეგულაცია ეხება როგორც ბანკებს, ასევე, სესხის გამცემ ყველა სუბიექტს.

შემოსავლებად განისაზღვრება ნებისმიერი ტიპის შემოსავალი, რომელიც დასტურდება საბანკო ამონაწერით ან შემოსავლების სამსახურის მონაცემით.

თუ არარეგულარული შემოსავალი გაქვს, დაითვლება საშუალო მაჩვენებლი ან მედიანა.

კარგი ამბავი ფრილანსერებისთვის – თვითდასაქმებულ პირებზეც გაიცემა სესხები, თუ დაადასტურებენ შემოსავლებს.

მოგეწონა სტატია?

გამოიწერე სიახლეები სფეისისგან, ჩვენ არ დაგსპამავთ ;)გაგზავნა

3. ცვლილებები ეხება ფიზიკური პირების და ინდმეწარმეების ყველა ტიპის სესხს

1 იანვრიდან შეიცვალა სამომხმარებლო სესხის, ავტო სესხის, განვადების, საკრედიტო ბარათის, სწრაფი სესხისა და იპოთეკური სესხის აღების პროცესი.

შეზღუდვები არ ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე ვისი ჯამური ვალდებულებაც აღემატება 2 მილიონ ლარს. ასევე თუ საერთოდ არ გაქვს ბანკის ან მიკროსაფინანსოს ვალდებულება და მხოლოდ 200 ლარამდე დაგჭირდა სესხი, ეს შეზღუდვები არ შეგეხება.

4. რეგულაციები ეხება სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას, მათ შორის მიკროსაფინანსოებსაც

თუ აქამდე შეზღუდვები, როგორც წესი, ბანკებს უფრო ეხებოდა, ახლა ლომბარდები, მიკროსაფინანსოები და ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც გასცემს მიმდინარე 19 ცალზე მეტ სესხს ან შიდა განვადებას, ამ რეგულაციის ქვეშ ერთიანდება. ასე რომ, ბანკებთან ერთად, ახალი რეგულაციები მიკროსაფინანსოებსაც შეეხება და მათ შორის კერძო მევახშეებიც.

5. შეიზღუდა სესხის გადახდის ხანგრძლივობა

აქამდე თუ მეტნაკლებად თავად ირჩევდი, რა ვადით გსურდა სესხის აღება, ახლა სესხის გაცემის ახალი რეგულაციების მიხედვით, მაქსიმალური დრო განსაზღვრულია შემდეგნაირად:

● სამომხმარებლო სესხი (მათ შორის საკრედიტო ბარათი, ოვერდრაფტი, განვადება) მაქსიმუმ 4 წლიანი ვადით

● ავტო სესხი მაქსიმუმ 6 წლიანი ვადით

● ახალი რეგულაციები იპოთეკურ სესხებზე ნიშნავს იმას, რომ ამ ტიპის სესხები გაიცემა მაქსიმუმ 15 წლიანი ვადით

● უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი 10 წლამდე ვადით შეიზღუდება სესხის გაცემის ახალი რეგულაციებით

რეგულაციები ამოქმედდა 1 იანვრიდან და ჩვენც რა თქმა უნდა მოვერგეთ ამ ცვლილებებს.

თუ გაინტერესებს რა მოცულობის სესხის აღება შეგიძლია, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით სფეისში, შეგიძლია შეამოწმო შენი ლიმიტი. გაიგე, რა პირობები გვაქვს სესხზე, მოითხოვე სესხის მაქსიმალური თანხა – 25,000 ლარი და მყისიერად მიიღებ პასუხს.

წყარო 1

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …