SOLO სხვადასხვა დარგის ცნობილ პროფესიონალებთან One to One-ის ფორმატში ინდივიდუალური შეხვედრების სერიას იწყებს

SOLO მუდმივად ცდილობს საკუთარი მომხმარებლების ინტერესების შესწავლას და შესაბამისი აქტივობების შექმნას, რის ფარგლებშიც ახალ მასშტაბურ პროექტს – SOLO one to one-ს იწყებს. რაც გულისხმობს იმას, რომ SOLO მომხმარებლებს მათთვის საინტერესო სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებთან ინდივიდუალური შეხვედრის დაგეგმვის შესაძლებლობა აქვთ.

ფსიქოლოგია, ქოუჩინგი, გასტრონომია, ლიდერობა, მსახიობის ხელოვნება, კრეატიული წერა, მოდა, მუსიკა, თანამედროვე ხელოვნება –  თუ ამ და სხვა სფეროებიდან რომელიმე როგორც პროფესიულ, ისე ჰობის დონეზე გაინტერესებთ, SOLO One to One-ის ფარგლებში შეძლებთ შეხვდეთ თითოეულ მიმართულებაში ცნობილ და წარმატებულ პროფესიონალებს,  მოისმინოთ მათი რეკომენდაციები და განიხილოთ მრავალფეროვანი საკითხები.

პროექტში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ SOLO მომხმარებელს შეუძლია. დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ შეავსოთ განაცხადი და მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ, თქვენთვის სასურველ დროს, სასურველი მიმართულების პროფესიონალთან დაჯავშნოთ შეხვედრა.

SOLO One to One-ის ნოემბრის თვე დაეთმობა ინდივიდუალურ შეხვედრებს 3 სხვადასხვა მიმართულებით, რომელსაც სამი ცნობილი და ამ სფეროში წარმატებული პირი ჩაატარებს. ესენი არიან: მუსიკა – შეხვედრა ნიკოლოზ რაჭველთან,  ქოუჩინგი – რუსუდან კვაჭანტირაძე Ericson Coaching International-ის ქოუჩი და მენტორი. რესტორნის მართვის პრინციპებზე კი საინტერესო ინფორმაციას დაინტერესებულ SOLO-ებს  ცნობილი შეფი- ქეთი ბაქრაძე გაუზიარებს.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:  https://bit.ly/3BKwTXr

ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3GNPKEF

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …