SOLO ლენი კრავიცს მასპინძლობს, კონცერტი 2020 წლის მაისშია, ბილეთების გაყიდვა იწყება

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის SOLO ორგანიზებით ლენი კრავიცი თბილისს,  მსოფლიო ტურნეს – HERE TO LOVE ფარგლებში, 2020 წლის 31 მაისს ეწვევა. ევროპის ტური საქართველოდან დაიწყება.

ბილეთები 18 დეკემბრიდან (10:00 სთ) გაიყიდება TKT.Ge-ზე  tkt.ge/LennyKravitz

SOLO  CLUB- ისა და საქართველოს ბანკის WM-ს მომხმარებლებისთვის გაიყიდება. 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე ბილეთების შეძენას SOLO -ები შეძლებენ.  26 დეკემბრიდან  კი ბილეთების ყიდვა ყველა ტიპის ბარათით იქნება შესაძლებელი. კონცერტისთვის კარი 17:00 საათზე გაიხსნება, ლეგენდარული მუსიკოსი კი ქართველი მსმენელის წინაშე მოგვიანებით წარდგება. ბილეთის ფასი ექსკლუზიურად SOLO-ებისთვის  >₾95.

 ჩვენი დროის საუკეთესო როკ მუსიკოსის შემოქმედება როკის ფანკის სოულის სინთეზს წარმოადგენს. მისი კარიერა 30 წელს ითვლის 11 ალბომი გამოუშვა და ზედიზედ 4-ჯერ მიიღო გრემი. პირველი ალბომი 1989 წელს გამოვიდა Let love Rule თითქმის ყველა სიმღერის ტექსტის ავტორი თავად მუსიკოსია. ბოლო ალბომი – Raise vibration (09/2018).

2009 წელს ლენი კრავიცის სამსახიობო დებიუტი შედგა  Precious-ში, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი  როლი შეასრულა Hunger Games-ში. მას არაერთი კინოროლი აქვს შესრულებული, მონაწილეობდა ტელე-შოუებში.

2003 წელს ლენი კრავიცმა ინტერიერის დიზაინის სტუდია Kravitz Design დააფუძნა, სადაც ის მთავარი დიზაინერია. კრავიცის სტუდია დღემდე წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Rolex, Leica და Dom

2019 წელს ლენი კრავიცი გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის კამპანიას #FightRacism შეუერთდა, რომელიც მიმართულია რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. კამპანიის მიზანს წარმოადგენს ტოლერანტობისა და თანასწორობის მხარდაჭერა, რაც ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით.“ 


ლენი კრავიცმა, 10 დეკემბერს ბოლო ალბომის ჰიტად ქცეული სინგლისHere to Loveახალი ვერსია გამოუშვარომელიც 2020 წლიდან გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მიერ რასიზმის წინააღმდეგ არსებული კამპანიის საუნდთრექიიქნება.


აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით მუსიკოსმა ვიდეომიმართვაც ჩაწერა: 

https://www.youtube.com/watch?v=eaaQQ-a1Io0&feature=youtu.be

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …