Solar Alternative Energy ფართოვდება

თბილისი (BPI) – გერმანული კომპანია AE Solar Alternative Energy-ი ქუთაისში საწარმო უბნის შექმნას, თბილისში გლობალური გაყიდვების ოფისის გახსნას გეგმავს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ალექსანდერ მაიერის თქმით, საქართველოში 150 დასაქმებული ჰყავს, მომავალ წელს სავარაუდოდ 400-მდე გაიზრდება.

“ჩვენ წელს პირველი ქარხანა ავამოქმედეთ ქუთაისში, რომელსაც 500 მეგავატიანი სიმძლავრე გააჩნია, რაც 1.5 მილიონ მზის პანელს უდრის და შესაძლებელია დიდი რაოდენობით ენერგიის მიწოდება  საოჯახო მეურნეობებისთვის“, – აღნიშნა მან.

კომპანიას მთელ მსოფლიოში 5 ათასი თანამშრომელი ჰყავს, Solar Alternative Energy  2 წელიწადში ქუთაისში საწარმო უბნის შექმნას, ხოლო თბილისში გლობალური გაყიდვების ოფისის გახსნას გეგმავს.

ალექსანდერ მაიერმა საქართველოს მთავარ საინვესტიციო უპირატესობებზე გააკეთა აქცენტი. „საქართველოს გააჩნია დიდი უპირატესობები, ეს არის ღია ეკონომიკა, სამართლიანი შრომის კანონი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. საქართველოს აქვს განვითარების პროგრამა, რომლის მიზანია ახალი საწარმოების გახსნა. ხელისუფლება ახალისებს  განახლებადი ენერგიის გამოყენებას, რაც  ხელს შეუწყოს ჩვენი შვილებისათვის სუფთა სამყაროს შექმნას.  ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ საქართველო პოტენციურ პარტნიორად განიხილონ, ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას და დავეხმარებით საქართველოს ინვესტიციების მოზიდვაში“, – განაცხადა ალექსანდერ მაიერმა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …