SOCAR საქართველოში Way Mart-ის ბრენდის გაფართოებას გეგმავს

თბილისი (BPI) – SOCAR Georgia საქართველოში Way Mart-ის ბრენდის გაფართოებას გეგმავს.

ინფორმაციას trend-ი კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. Way Mart-ი სოკარის მიერ დაარსებული კაფე-მარკეტების ქსელია. თბილისში Way Mart-ის პირველი მაღაზია 2018 წლის 15 აპრილს გაიხსნა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში SOCAR Georgia ინტენსიურად იზრდებოდა, იზრდებოდა კომპანიის წილი ბაზარზე და ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა არა ისეთი ტემპებით, რამდენადაც შეღწევადობის მაჩვენებელი საქართველოში 78%-მდეა.

ასევე ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2019 წელს კომპანია გეგმავს პორტფელში პრემიალური პროდუქტების გაყიდვების ზრდა.

2018 წლის იანვარ-ნოემბერში SOCAR Georgia-მ 57,38 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …