SOCAR-ი თერჯოლაში მულტიფუნქციურ კომპლექსს გახსნის

თბილისი (BPI) – SOCAR Georgia ავტოგასამართი სადგურების ქსელს აფართოებს.

როგორც Trend-ი წერს, მრავალფუნქციურ კომპლექსს კომპანია თერჯოლაში წლის ბოლომდე გახსნის. ამ დროისთვის კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მრავალფუნქციური კომპლექსი ყველა ტიპის საწვავის რეალიზაციაზე იმუშავებს, მათ შორის დიზელის საწვავი, ბენზინი, CNG, LPG, ელექტრომობილებისთვის სწრაფად დატენვა. განთავსდება მაღაზიები და წარმოდგენილი იქნება სწრაფი კვების საერთაშორისო ბრენდები Wendy’s და Dunkin’ Donuts.

ამ დროისთვის SOCAR-ს საქართველოში 113 ბენზინგასამართი სადგური აქვს.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …