SkyUp Airlines-ი კიევიდან თბილისისა და ბათუმისკენ რეისებს დაგვიანებით განახორციელებს

თბილისი (BPI) – უკრაინული “ლოუკოსტერი” SkyUp Airlines-ი რამდენიმე მიმართულებით რეისების დაგვიანების შესახებ აცხადებს. მიზეზად კი ავიაკომპანიაში 2 თვითმფრინავის გაუმართაობა სახელდება. როგორც SkyUp Airlines-ის Facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, დაგვიანებით შესრულდება კიევი-თბილისი-კიევისა და კიევი-ბათუმი-კიევის ავიარეისები.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის SkyUp Airlines-ის ავიაპარკი 8 საჰაერო ხომალდს აერთიანებს. 

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …