თბილისი (BPI) – უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 2019 წელს 1.7 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. საქართველოს ავიაბაზარზე კი ავიაკომპანია სულ 156 ათას 186 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წელს საქართველოს აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის 3%-ია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად კი 2019 წელს SkyUp Airlines-ი საერთო მგზავრაკადის 9% (+) სწორედ რომ საქართველოზე მოდის. 2018 წელს SkyUp Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე 4834 მგზავრს მომემსახურა.
აღსანიშნავია, როკ SkyUp Airlines-ი საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს.
კომპანიის ინფორმაციით, 2019 წელს SkyUp Airlines-მა სულ 12.198 ათასი რეისი განახორციელა და იმავდრიულად მნიშვნელოვნად გააფართოვა მიმართულებების რაოდენობა. 2019 წელს ავიაკომპანიამ 40-მდე მიმართულება დაამატა.
SkyUp Airlines-ი ყველაზე პოპულარულ რეგულარულ მიმართულებებად ბარსელონას, თბილისს და ბათუმს ასახელებს.
2019 წელს SkyUp Airlines-ის ავიაკარკი დამატებით 5 საჰაერო ხომალდით შეივსო. დღეისათვის კომპანიის მფლობელობაში 10 თვითმფრინავია.
2019 წელს SkyUp Airlines-მა უკრაინის ტერიტორიაზე თვითმფრინავების ბაზირების ადგილების რაოდენობაც გაზარდა და ამიერიდან კომპანიის კუთვნილი თვითმფრინავები ბორისპოლის აეროპორტის F ტერმინალის გარდა ბაზირებულია, ხარკოვის, ლვოვის და ზაპოროჟიეს აეროპორტებში.
2020 წლისთვის SkyUp Airlines-ი ავიაფლოტს კიდევ 2 საჰაერო ხომალდს და 30 ახალ მიმართულებას დაამატებს.