SkyUp Airlines-ის საერთო მგზავრთნაკადის 9%-ი საქართველოზე მოდის

თბილისი (BPI) – უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 2019 წელს 1.7 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. საქართველოს ავიაბაზარზე კი ავიაკომპანია სულ 156 ათას 186 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წელს საქართველოს აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის 3%-ია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად კი 2019 წელს SkyUp Airlines-ი საერთო მგზავრაკადის 9% (+) სწორედ რომ საქართველოზე მოდის. 2018 წელს SkyUp Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე 4834 მგზავრს მომემსახურა.

აღსანიშნავია, როკ SkyUp Airlines-ი საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს.

კომპანიის ინფორმაციით, 2019 წელს SkyUp Airlines-მა სულ 12.198 ათასი რეისი განახორციელა და იმავდრიულად მნიშვნელოვნად გააფართოვა მიმართულებების რაოდენობა. 2019 წელს ავიაკომპანიამ 40-მდე მიმართულება დაამატა.

SkyUp Airlines-ი ყველაზე პოპულარულ რეგულარულ მიმართულებებად ბარსელონას, თბილისს და ბათუმს ასახელებს.

2019 წელს SkyUp Airlines-ის ავიაკარკი დამატებით 5 საჰაერო ხომალდით შეივსო. დღეისათვის კომპანიის მფლობელობაში 10 თვითმფრინავია.

2019 წელს SkyUp Airlines-მა უკრაინის ტერიტორიაზე თვითმფრინავების ბაზირების ადგილების რაოდენობაც გაზარდა და ამიერიდან კომპანიის კუთვნილი თვითმფრინავები ბორისპოლის აეროპორტის F ტერმინალის გარდა ბაზირებულია, ხარკოვის, ლვოვის და ზაპოროჟიეს აეროპორტებში.

2020 წლისთვის SkyUp Airlines-ი ავიაფლოტს კიდევ 2 საჰაერო ხომალდს და 30 ახალ მიმართულებას დაამატებს.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …