Silk Road Group-ი ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Silk Road Group ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც  გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Silk Road Group-ში იმედი აქვს, რომ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის მკვლელობა ჯეროვნად გამოძიებული იქნება და დამნაშავეები დაისჯებიან.

“ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს და ვიზიარებთ ლევანის ოჯახის მწუხარებას.

ლევანი სილქ როუდ ჯგუფის დასაბამიდან იყო ჩვენთან, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი. 2006 წლიდან ლევანმა სილქ როუდ ჯგუფისგან დამოუკიდებლად გააგრძელა წარმატებული ბიზნეს საქმიანობა.

ლევანი იყო ჩვენი ძვირფასი მეგობარი და უაღრესად ღირსეული ადამიანი.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ლევანის მკვლელობა გამოძიებული იქნება და დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან”, –  განმარტავენ Silk Road Group-ში.

შემთხვევითი სიახლე

როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი ლიფტი: 5 მთავარი წესი CLC-ის ინჟინრებისგან

როცა შენობას საცხოვრებლად ირჩევენ, ლიფტის ტექნიკურ მდგომარეობას უმეტესად ბოლოს ამოწმებენ, თუმცა სწორედ ეს დეტალი განსაზღვრავს …