SES-მა სატელევიზიო კვლევის შედეგები წარადგინა

თბილისი (BPI) – 2018 წელს SES-ის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით ოჯახების 38% სატელევიზიო სიგნალს თანამგზავრის მეშვეობით იღებს. ეს პროცენტულობა 410 000 ოჯახს მოიცავს. რაც  შეეხება დანარჩენ ციფრებს – 37% ინტერნეტ ტელევიზიის მომხმარებელია, 14% საკაბელო ტელევიზიის, ხოლო 11% მიწისზედა ტელევიზიის.

სატელევიზიო ბაზრის კვლევა გლობალურმა სატელიტურმა ოპერატორს, SES-ს საქართველოში 670 ათასი მომხმარებელი ჰყავს. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 560,000-ს შეადგენდა. ამასთან, კვლევამ ამოავლინა, რომ საქართველოში სტანდარტული გაფართოების ეკრანებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებულია. სამაგიეროდ მზარდია მოთხოვნა ეიჩდი და ულტრა ეიჩდი გამოსახულების მქონე ეკრანებზე. როგორც ირკვევა, ოჯახების 44%-ზე მეტს ამჟამად სახლში ეიჩდი ეკრანი აქვს, ხოლო 15%-ს Ultra HD, რაც გასულ წელთან შედარებით შესაბამისად, 40 და 11 პროეცნტით გაზრდილი მაჩვენებელია.

კომპანიის უფროსი ბიზნეს ანალიტიკოსი, რიკარდო ტოპჰემი, აღნიშნავს:

„ევროპაში საკმაო პოპულარობით სარგებლობს მაღალი გარჩევადობის ტელევიზია. რაც შეეხება საქართველოს, კვლევაში ვნახეთ, რომ აქ თანდათანობით ხდება უფრო და უფრო პოპულარული. ნელ ნელა მოსახლეობა გადადის უმაღლესი ხარისხის მქონე გამოსახულების ტელემაუწყებლობაზე. მიზეზი ბევრად უკეთესი მაუწყებლობაა, ბევრად უფრო მეტი დეტალი და ნიუანსი ჩანს მისი საშუალებით.“

შეგახსენებთ, რომ SES მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორია. საქართველოს ბაზარზე მრავალი წელია მოღვაწეობს და ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას საკუთარ მომსახურებას აქტიურად სთავაზობს, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებსაც. გასულ წელს ჩატარდა SES-ის სატელიტური ბაზრის 25-ე კვლევა. ვიდეოს ნახვის ტენდენციების შესახებ მიღებულია დეტალური მონაცემები, რაც სასარგებლო იქნება SES-ის მომხმარებლებისთვის და ამყარებს კომპანიის, როგორც სანდო პარტნიორის პოზიციას მსოფლიოს წამყვანი მაუწყებლებისა და კონტენტის მიმწოდებლებისავის. საქართველო სატელიტური ბაზრის კვლევას შემოუერთდა 4 წლის წინ და მონაცემები გვიჩვენებს საქართველოს მთავარ ტენდენციებს სატელევიზიო ყურებადობის შესახებ 2015 წლის შემდეგ დღემდე.

სალომე გეგუჩაძე, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …