სემეკმა „დიდი დიღომი“ 75 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „დიდი დიღომი“ სემეკის რეგულაციების დარღვევის გამო 75 ათასი ლარით დაჯარიმდა. კომპანიამ დაკისრებული ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

დაჯარიმების საფუძველია შპს „დიდი დიღომის“ მიერ სემეკის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“, „მომსახურების ხარისხის წესების“ მოთხოვნების დარღვევა, უსაფრთხოების ნორმებითა და წესებით დადგენილი პროცედურების გარეშე მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა და გაშვება.

შპს „დიდ დიღომს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში კომპანია ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით დაჯარიმდება.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …