სემეკმა სს „თელასის“ შესაბამისობის ოფიცრის ანგარიში მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) საჯარო სხდომაზე, სს „თელასის“ შესაბამისობის ოფიცერმა კომპანიის მიერ შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ მომზადებული წლიური ანგარიში წარადგინა. შესაბამისობის ოფიცრის ანგარიშის მიხედვით, სს „თელასში“ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო ქმედებები დაფიქსირდა, კერძოდ კომპანიაში დღემდე არ არის უზრუნველყოფილი საქმიანობების სრულყოფილად განცალკევება. აღნიშნული წარმოადგენს კანონისა და სემეკის მიერ დამტკიცებული სს „თელასის“ შესაბამისობის პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობას.
საქმე ეხება სს „თელასის“ მიერ ისეთი ღონისძიებების არასრულყოფილად განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს სს „თელასის“, როგორც გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო), როგორც მიმწოდებელი საწარმოს საქმიანობის განცალკევებას.
სემეკმა სს „თელასს“ დაავალა შესაბამისობის ოფიცრის რეკომენდაციების გათვალისწინება და გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრა უმოკლეს ვადაში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …